Beggi Book
ბეგი სხვებზე გამოცდილია, ინტელექტუალია. ის ტრაგიკულ ღამეს გადარჩა და სხვა სამყარო აღმოაჩინა.
ბეგის ამბავი
იყო ის მძიმე ღამე, მოულოდნელად თავსდატეხილი წყლის ღვარცოფი.
შიში, გაურკვევლობა და გრძელი მარტოობა.
ბევრი გაბოროტდებოდა, მაგრამ ბეგის არ შეეძლო გაბოროტება და ალბათ ამიტომ გადარჩა.
შეუძლებელია რაღაცების დავიწყება, ისინი სამუდამოდ გცვლის.
მაგრამ შესაძლებელია მათი სასიკეთოდ შემოტრიალება.
ბეგიმ ახალი ნიჭი აღმოაჩინა. ჯერ ერთი წინადადება დაწერა. მერე გვერდი. მერე... მერე კი ძალიან ბევრს წერდა, სულ წერდა. ასე გაჩნდა ბეგის ბიბლიოთეკა — ჯერ მისი, მერე ყველასი.
მას ძალიან ბევრი აქვს სათქმელი ჩვენი პატარებისთვის.